saqarTvelos wyalsacavebi - gumaTis wyalsacavi

მდებარეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°19`59` ჩ. გ. 42°40`54` ა. გ.
სიგრძე 11 კმ
სიგანე 0.5 კმ
ფართობი 2.4 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 24 მ
გამომდინარე მდინარე რიონი
გამომდინარე მდინარე რიონი

 

წყალსაცავი მდინარე რიონის შუა დინებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ გუმათთან. ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1958 წელს. შექმნილია 30 მ რკინაბეტონის კაშხალით. უდიდესი სიღრმე 24 მ, ფართობი 2,4 კმ2, მოცულობა 39 მლნ. მ3 (მაქსიმალური დონის დროს). წყალსაცავი დღეღამური რეგულორებისაა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კვირეული რეგულირებაც. აწესრიგებს მდინარე რიონის ჩამონადენს გუმათჰესისათვის. გუმათის წყალსაცავი წაგრძელებულია მდინარის ხეობის მიმართულებით. უდიდესი სიგრძეა 11 კმ, სიგანე 60-იდან 550 მ-მდე. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, ადგილ-ადგილ ფლატიანია. ზვირთცემა სუსტია. მდინარე რიონს წყალსაცავში წლიურად 5 მლნ. ტ-ზე მეტი მყარი ჩამონადენი შეაქვს, რის გამოც სწრაფად ისილება.